14:25 - 20 Aug, 2019
2019-05-11 11:52:08, 583 ნახვა
ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც  ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი აგროპროექტის განხორციელებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ,

•             „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 25 ახალი, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 45 არსებული საწარმო.

•             აღნიშნული საწარმოების საშუალებით, რეგიონში 2100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

•             500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე  ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა.

•             რეგიონის მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 450 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიურ კომუნიკაციას და რეგიონში არსებული აგროწარმოების  განვითარების შესაძლებლობების  გაცნობას.

„დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას დეტალურად გავეცნოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროპოტენციალს, რაც  საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურად ეფექტიან  გამოყენებას,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და  რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების  საკითხებზე იმსჯელეს. 

ბიზნესფორუმის დასასრულს, პანელური დისკუსიის ფორმატში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონის გუბერნატორმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომლის მიზანია დარგის გრძელვადიანი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics