14:14 - 20 Aug, 2019
2019-05-10 17:24:13, 642 ნახვა
გიორგი გახარია - ფრანგ კოლეგასთან საუბარში „შეჩერების მექანიზმი“ საერთოდ არ ყოფილა განხილული

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიზალიბერალიზაციისა და მისი შეჩერების მექანიზმის რისკებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, საფრანგეთის შს მინისტრთან "შეჩერების მექანიზმზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და განხილული საკითხები ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ზოგად უსაფრთხოებას და ტერორიზმის რისკებს.

„მოდი შევთანხმდეთ, "შეჩერების მექანიზმი" არის  ყველასი ჩვენი, მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა გავაკეთოთ, ის რომ პატივი ვცეთ, როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ასევე იმ ქვეყნების კანონმდებლობას სადაც მივდივართ ტურისტული, თუ საქმიანი ვიზიტით. ასევე იმ სივრცის კანონმდებლობას, რომლისკენაც მივისწრაფვით, რომლის ნაწილიც ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ. ეს რაც შეეხება კონცეპტუალურ ნაწილს. კონკრეტულად, დღეს ჩემს კოლეგასთან საუბარში "შეჩერების მექანიზმი" საერთოდ არ ყოფილა განხილული. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ის მექანიზმები, რომლებიც ეხება ორგანიზებული დანაშაულის, უსაფრთხოების და ტერორიზმის რისკებს. ასევე განხილული იყო თავშესაფრის მოთხოვნათა ზრდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ალბათ ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საფრანგეთის რესპუბლიკასთან ამ სამი მიმართულებით გვექნება. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ და მინდა ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩამობრძანებისთვის, თანამშრომლობისთვის, გეგმებისთვის და იმ ხელმოწერილი დოკუმენტისთვის, რომელიც გაფორმდა. გარდა ამისა ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო საუბარი გვექნება, რომ განვიხილოთ როგორც მიმდინარე პრობლემები, ისე გეგმები და წარმატებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics