22:01 - 24 Aug, 2019
2019-05-10 16:10:22, 604 ნახვა
„ექსპო-ბათუმი 2019“-ში შუახევის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს

ბათუმში, მე -12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე_2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა "EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019" გაიხსნა.

გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიების, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლები.

სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO"-ა.

გამოფენაზე შუახევის მუნიციპალიტეტი სპეციალური სტენდით წარსდგა. წარმოადგინა როგორც ტრადიციული კერძები, ასევე ხელნაკეთი ნივთები, მუზეუმის ექსპონატები და ფოლკლორი.

გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის წევრები და აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენის ძირითადი მიზანია ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება, რაც ხელს უწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics