08:54 - 22 Aug, 2019
2019-05-10 16:06:26, 621 ნახვა
შუახევის მუნიციპალიტეტს ბულდოზერი გადაეცა

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და ოფიციალურ პირებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს ერთი ერთეული ბულდოზერი გადასცა.

ბულდოზერი სამომავლოდ თოვლისა და მეწყერის წმენდის, გზის მიწის ვაკისის გაგანიერების, მოშანდაკებისა და პროფილირების სამუშაოების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.

ხელმძღვანელმა პირებმა ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის კმ7+800-კმ11+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომელსაც შპს „ზიმო 7“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1565000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა: 13 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 არსებულ ხიდს, აშენდება 2 ახალი ხიდი და 41 ხელოვნური ნაგებობა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics