08:57 - 22 Aug, 2019
2019-05-10 15:14:38, 686 ნახვა
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მივიდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. 

როგორც მაჩალიკაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიით ხელისუფლება და უშუალოდ სუს-ი ცდილობს, მისი შვილის მკვლელობის ფაქტი გადაფაროს. 

მისივე თქმით, მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის მომზადებას ედავება. ამასთან, უწყებამ აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სუს-ის მტკიცებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბარია ასახული.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics