13:27 - 24 Aug, 2019
2019-05-09 22:12:02, 600 ნახვა
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა

ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს, ნაგებობებს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებას.

მისი თქმით ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატრიური პიარით ცდილობენ ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ.

,,დღეს ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში, სადაც საერთოდ არჩევნებზე არ არის საუბარი. სამების ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებითაც იყო გამოხტომები, თითქოს ეს ხდება საარჩევნო მიზნებისთვის, რაც აბსოლუტური აბსურდია. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ნაგებობებს, ძეგლებს და გამუდმებით ეწევა ამ ქველმოქმედებას. ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ასეთი კეთილშობილური საქმის გაკრიტიკებას და აქაც იმის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ესეც  ნეგატივში გადაიტანონ.  ნეგატივში გადაიტანონ ქველმოქმედება, ეკლესია მონასტრების მოვლა და რეაბილიტაცია.  ეს არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებისგან შემდგარი ნეგატიური პიარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ძეგლების  შეუზღუდავად ფინანსდება, რათა სიძველეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

 

(NS)




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics