13:53 - 20 Aug, 2019
2019-05-09 19:22:54, 640 ნახვა
ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

ეკონომიკის ექსპერტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთიფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათიათურნავასთან გაიმართა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,  როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდიჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყოეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება" - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

მისი შეფასებით, თუ ასეთი შეხვედრები ხშირად შედგება და შემდგომ უფრო საქმიან ფორმატში გადაიზრდება, ესწაადგება ჩვენს ეკონომიკას, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ასეთი ფორმატის მუშაობითიგეგმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს საკუთარი ინიციატივით მეცნიერ-ეკონომისტებსა დაეკონომიკის დარგის ექსპერტებს შეხვდა. ნათია თურნავამ მათ საკუთარი ხედვები, გეგმები და  პრიორიტეტულიმიმართულებები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადიარველაძე.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics