13:25 - 24 Aug, 2019
2019-05-09 19:09:45, 621 ნახვა
თურნავა: შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია შემოგვიერთდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ. ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 მინისტრმა შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან პროდუქტიული და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციას სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, მათ შორის სპეციალური ელექტრონულ პლატფორმის საშუალებით. „შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა ერთადერთი არ იქნება და  კიდევ გაგრძელდება, მეტიც - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ეკონომისტ-მეცნიერს, ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, რომ შემოგვიერთდეს. ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა დარგობრივ სტრატეგიებზე, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ რეჟიმში მოხდეს მოსაზრებების გაზიარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ მომზადებული ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების გატესტვა. „ვფიქრობთ, რომ დავეყრდნობით მეცნიერულ აზრს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატესტვაში, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება მომზადებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics