14:19 - 24 Aug, 2019
2019-05-09 19:08:09, 685 ნახვა
თურნავა: ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ

„დღეს ჩვენი ინიციატივით შევხვდით მეცნიერ-ეკონომისტებს, ეკონომიკურ ექსპერტებს, ისინი არიან ქართული ეკონომიკური აზრის წარმომადგენლები, მათ აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი, რომელსაც ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო გამოვიყენებთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.  მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები, გეგმები და  პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ტიპის შეხვედრები რეგულარული  გახდება და სამინისტრო მაქსიმალურად გამოიყენებს ქართველი ეკონომისტების, ექსპერტების და მეცნიერების მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და ახალი გადაწყვეტილებების დაგეგმვისას.

 შეხვედრაზე, რომელსაც ასევე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე ესწრებოდნენ,  საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება იყო.  მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა.

„ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ, პირველ რიგში,  ვუპასუხებთ სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო, ამ თვალსაზრისით, სანიმუშო გახდება.  არცერთი გაჩერებული პროექტი ჩვენთან არ იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად არსებობს დიდი რეზერვი, რომელსაც სამინისტრო გამოიყენებს - ეს არის მუშაობის მაღალი ტემპები, მეტი გამჭვირვალობა და სერვისების სრული გაციფრულება - დაწყებული ქონების მართვა/პრივატიზაციიდან, დამთავრებული წიაღის ლიცენზიების გაცემით.

 ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის უზრუნველყოფის პროცესზე და აღნიშნა, რომ ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს, მათ შორის  ქართველი მეწარმეების ხელშეწყობასა და მთელი საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით დაფარვაზე.

 „ვფიქრობთ, აქცენტი გავაკეთოთ ქართველი მეწარმეობის, ბიზნესისინტერესების უფრო მეტ და უფრო განახლებული ფორმით დაცვაზე - დავიცავთ მას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე, რადგან გარე ბაზრებზე ჩვენი ბიზნესი უკვე ძალიან მოძლიერდა და იქაც სჭირდება გვერდში დგომა. მეორე მიმართულებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს მაქსიმალურად, მთელ საქართველოს - ეს არის გაზი, ფიქსირებული ინტერნეტი და ხარისხიანი ელექტროენერგია ყველა ოჯახში. ჩვენ მაღალი ზრდა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ უკვე ვიფიქროთ - მთელი საქართველო იყოს მოცული ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესს, რომ განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics