11:28 - 27 Jun, 2019
2019-05-09 11:54:15, 486 ნახვა
კობახიძე: ჩანაწერში მაჩალიკაშვილის საუბარი არ იყო აღშფოთებული ადამიანის სიტყვები, იყო დაგეგმილი თავდასხმა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირალან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდო ფარული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაჩალიკაშილის საუბრის გამოაშკარავებით სუს-მა დანაშაულის პრევენცია მოახდინა.

"მე არ ვიცი ის ჩანაწერი იურიდიული კვალიფიკაციის კუთხით იძლევა თუ არა დაკავების შესაძლებლობას. ამას პასუხი სამართალდამცველთა ორგანოებმა უნდა გასცენ. თუმცა თავისთავად ამ ინფორმაციის საჯაროობა იყო მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ემსახურება დანაშაულის პრევენციას. გეტყვით იმასაც, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი. იყო დაგეგმილი და თანახმა კონკრეტულ ნაბიჯებზე, აქედან გამომდინარე, რადგანაც არსებობდა საფრთხე, იყო საჭირო პრევენცია და ძალიან კარგია, რომ საჯარო გახდა ინფორმაცია. საბოლოო პასუხი უნდა გაგვცეს სუს-მა და სამართალდამცველმა ორგანოებმა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის ბიუროს სხდომა






ნიკა მელიას იმუნიტეტი აღარ იცავს - გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასებები
ყველა ჩხუბი, რომლის ნახვაც დღეს პარლამენტში შეგეძლოთ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics