22:01 - 24 Aug, 2019
2019-05-09 11:43:54, 699 ნახვა
კობახიძე: ვულოცავ ნინო გვენეტაძეს თსუ-ს პრორექტორობას - მე ის „კლანის“ წევრი მეგონა

"მე ნინო გვენეტაძე "კლანის" წევრი მეგონა, რადგან მან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა რვა მოსამართლემ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა და მას აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

"მე მინდა მივულოცო ქალბატონ ნინო გვენეტაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშნავა. ეს არის საპასუხისმგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამ უნივერსიტეტში ის იქნება ჩემი კოლეგა და მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ თანამდებობის დაკავებას. რაც შეეხება, ბრალდებებს, ეს სპეკულაციაა და ბუნებრივია ამაზე პასუხს არ გავცემ. ოპოზიციის სპეკულაციები იყო მოსალოდნელი ისევე როგორც ყველა მსგავს საქმესთან დაკავშირებით.
მე ნინო გვენეტაძე "კლანის" წევრი მეგონა, რადგან მან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა რვა მოსამართლემ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics