13:56 - 20 Aug, 2019
2019-05-09 10:50:32, 619 ნახვა
პრემიერი - გიორგი ქობულიას განცხადებებს მოვუსმინე და მინდა გითხრათ, რომ დიახ, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს მოვუსმინე და მინდა გითხრათ, რომ დიახ, იყო აცდენა ხედვებსა და მიდგომებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანამდებობის დატოვება თავად ქობულიას სურვილიც იყო.

„არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, გოგა ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას, ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა და მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან 18 აპრილს გადააყენა. მინისტრის პოსტზე ქობულიას უკვე ყოფილი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics