13:57 - 24 Aug, 2019
2019-05-08 18:20:42, 684 ნახვა
წიაღის სექტორში ბიზნესგანწყობის კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსთან,  მაია ზავრაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო კვლევის შედეგების განხილვაში, რომელიც  საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა ჩაატარა. კვლევის მიზანს სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული გასაუმჯობესებელი საკითხების გამოვლენა წარმოადგენდა.  პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ  წიაღის ინდუსტრიის, ასევე პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა,  USAID-ისა და პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა ეხება საქართველოს სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული მდგომარეობის აღქმას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ (Business Perception Survey of the Mining Sector). კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები  იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ხელს შეუწყობს სექტორის მიმზიდველობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციას.

აღსანიშნავია, რომ სამთო-მოპოვებით სექტორში მოღვაწე ადგილობრივი და  საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული მარეგულირებელი პრაქტიკის არსებობა. ამ კუთხით საქართველოში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის არარსებობა ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო ინვესტორთათვის ნდობის გაზრდის კუთხით.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს გეოლოგიურ მონაცემთა ბაზის დახვეწასა და ინფორმაციულ სრულყოფაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წიაღის სექტორში გეოლოგიური რუკების შედგენასა და გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას.

დღეისთვის საქართველოში წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს  წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

 

 

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics