22:01 - 24 Aug, 2019
2019-05-08 17:51:03, 619 ნახვა
შუახევში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო

შუახევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითთა მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობის განხორციელება დაიწყო.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 040 999 ლარია ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე ( არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე) ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარეგანათებისა და ავტოპარკინგის მოწყობას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტერიტორიის მიმდებარედ კიბეებს.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ამხანაგობა „ემილ-2014“ ასრულებს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და ტროტუარის საძირკველის მოწყობა.

სამუშაოების პირველი ეტაპი, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

,,ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების კეთილიმოწყობა. მიმდინარე ღონისძიება სწორედ დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას. მაგისტრალის ამ მონაკვეთზე, სადაც მოძრაობს მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი ტრანსპორტი გზის სავალი ნაწილი შევიწროვებულია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს, მათ შორის ბავშვებს. აქედან გამომდინარე აუცილებელია გზაზე გადადგმული საფეხმავლო ტროტუარის მოწყობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, წელს დასრულდება, ხოლო დაბის განვითარების გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები მომავალში გაგრძელდება“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics