09:26 - 22 Aug, 2019
2019-05-08 13:49:11, 669 ნახვა
PORSCHE, MERCEDES და BMW - როგორ დასრულდა სამეფო ოჯახის ქონებრივი დავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მხარეებს შორის დავის საგანს 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი წარმოადგენდა. 

კერძოდ, საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრანელის მიერ შეძენილ PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450, რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით 68 000 დოლარს წარმოადგენს.

"სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა"- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics