13:55 - 20 Aug, 2019
2019-05-08 12:26:26, 605 ნახვა
მაჩალიკაშვილი - ეს აზრები მომსვლია, მაგრამ არ ვარ წამსვლელი, საქართველოს პატივს ვცემ

მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტერაქტის მოწყობას არ გეგმავდა, ეს მხოლოდ მისი ფიქრებია, რასაც საკუთარ თავში იკლავდა.  

„ერთი წელი იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში, მე მომივიდა ეს აზრი, ბევრჯერ მომდის, მაგრამ მე ამას ისევ ვკლავ ჩემში,  იმ ძალას ვნახულობ ჩემში, იმიტომ რომ საქარ​თველოს მოსახლეობის თანადგომას ვგრძნობ. მე ამაზე არ ვარ წამსვლელი. მაგრამ მე ვაინახი, ჩეჩენი ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს შვილი სახლში, თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი.მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან ვიბრძოლებ, ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მუხლებზე დაცემული ვიბრძოლებ მეთქი, დამიჭირონ, თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ აქა ვარ“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics