13:53 - 20 Aug, 2019
2019-05-08 11:48:32, 610 ნახვა
კალაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა, თუმცა ამას მიყოლა სჭირდება

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური დირექტორი კახა კალაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიგურირებს. 

კალაძის შეფასებით, ის რაც საზოგადოებამ ტელეეკრანებზე ნახა შემაშფოთებელია. 

"მგონია, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან, ჩანაწერი, როგორც სუს-ი ამბობს, კანონის სრული დაცვით იქნა მოპოვებული, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ემუქრება და თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანზე და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი. ვფიქრობ, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი მაინც არსებობს, რომ ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი, თუმცა ამას მიყოლა სჭირდება. ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის სამართლებრივი ნიუანსები, მოვისმინეთ, რომ ადგილი ჰქონდა პრევენციას ანუ ამ შემთხვევაში დანაშაულის აღკვეთას სუს-ის მიერ და პრინციპში პირველადი დანიშნულება სამართალდამცავი სტრუქტურების ეს არის, მოხდეს პრევენცია, მანამ სანამ ეს შედეგი დადგება და ღმერთმა დაგვიფაროს, ის შედეგი დადგეს, რაც მოვისმინეთ ჩანაწერში - პრევენცია ეს არის უმნიშვნელოვანესი. როცა აღკვეთა ხდება ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მისასალმებელი", - განაცხადა კახა კალაძემ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics