13:55 - 20 Aug, 2019
2019-05-08 11:23:11, 520 ნახვა
გიორგი შენგელია: ზუგდიდში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.

როგორც შენგელია განმარტავს, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. აღდგება 10 ქუჩა, ხოლო 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია  მოხდება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, იხარჯება 50 მილიონზე მეტი იმისთვის, რომ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს... ამ დროისთვის ზუგდიდში იმდენი ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, რომ გადაადგილება შეფერხებულია და ეს პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ქუჩა არ იქნება რეაბილიტირებუილი“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში  წყალმომარაგების მიმართულებით  მთავარ პროექტზეც ისაუბრა.

„ზუგდიდელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წყლის პრობლემაა, რაზე მუშაობაც მიმდინარეობს და 2019 წელს დაასრულდება, 2021 წელს კი წყალარინების პროექტის დასრულება იგეგმება, რაც ისტორიული მოვლენაა და თავის გამწმენდ ნაგებობასთან ერთად პირველად ექნება ზუგდიდს“, - აღნიშნა შენგელიამ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics