07:31 - 15 Oct, 2019
2019-05-07 23:58:59, 2735 ნახვა
თოკოს 14 ქულა და "ბასკონიას" მორიგი გამარჯვება - რატომ ეწერა შენგელიას მაისურზე თევზაძე?

ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "მანრესას" უმასპინძლა და 82:71 დაამარცხა.

ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24:41 წუთი გაატარა. თოკოს მონაგარი 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა და ის საკუთარ გუნდში ამ მხრივ საუკეთესო იყო.

ალბათ ბევრმა შეამჩნია და უცნაურიც იყო, რომ შენგელიას მაისურზე საკუთარი გვარის ნაცვლად თევზაძე ეწერა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ 5 მაისი ესპანეთში დედის დღეა და ყველა მოთამაშეს ზურგზე დედის გვარი ეწერა.
 




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ კომიტეტის სხდომზე შალვა თადუმაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics