21:59 - 24 Aug, 2019
2019-05-07 18:04:10, 673 ნახვა
აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ძირითადი გზავნილია „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს" და ორიენტირებულია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერობის ფორმირებაზე.

 კვირეულის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მულტისექტორული დისკუსია, რომლის დროს განხილული იქნა საგზაო უსაფრთხოების ისეთი ფუნდამენტური მიმართულებები,  როგორიცაა - უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/კანონმორჩილი ქცევა და სამედიცინო დახმარება.

 დისკუსიაზე გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მძიმე სტატისტიკაზე და ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათაშორისი კომისიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ორიენტირებულია შემდეგი 5 ძირითადი ამოცანის შესრულებაზე, მათ შორისაა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის გაუმჯობესება; საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის გაზრდა; საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის გაუმჯობესება; საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის უზრუნველყოფა.

 კვირეული სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა.

  

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics