14:38 - 20 Aug, 2019
2019-05-07 15:47:23, 606 ნახვა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა.

მისი გამოკითხვის პროცესი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვების გამოკითხვის დარულების შემდეგაც არ უპასუხა.

მისი ადვოკატის ლევან მახარაშვილის განცხადებით,  დავით ბაგრატიონმა გამოძიების ყველა შეკითხვებს უპასუხა.

„მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. უახლოეს თვეებში მოლოდინი გვაქვს, რომ დასრულდება და გამოძიებავე დაადასტურებს, ექსპერტიზის დასკვნის  გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია პირველი, ექსპერტიზას რატომ მიმართა 5 დღის შემდეგ, გაურკვეველია, ექსპერტიზის დასკვნა რატომ გახდა საჯარო 5 წლის შემდეგ, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე, შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს, შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა“ - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი უწყებაში  ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით იყო დაბარებული.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics