13:58 - 20 Aug, 2019
2019-05-07 13:25:55, 715 ნახვა
ვაშაძე: გეშინოდეთ ჩახშობილი „რუსთავი 2-ის“ - მთელი საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი ტელეკომპანიას დაიცავს

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ტელეკომაპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლი განვითარებილ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება სურს. 

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთელი ოპოზიცია ტელეკომპანიის დასაცავად გაერთიანდება. 

„ძალიან მძიმე თემაზე მოგვიწევს ბრიფინგის გაკეთება. საარჩევნო კამპანიაში დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ - "რუსთავი 2"-ზე. "რუსთავი 2"-ის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს. კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7-წლიანი მმართველობის თავზე საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით დააჯილდოვა - პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს - საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიხატა და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა, გაღატაკებული, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული საქართველოს მოქალაქე, ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული, დასაბუთებული ეკონომიკური პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი - დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც "რუსთავი 2" თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდოს ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება "რუსთავი 2-ს" დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი "რუსთავი 2-ის", ვიდრე "რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიაზე შეტევის ახალი ფაზა დაიწყო. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics