19:29 - 17 Jul, 2019
2019-05-07 12:30:09, 1068 ნახვა
Facebook-ში HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო 44-ე ადგილზეა

მარკეტინგულმა პლატფორმა Socialbakers-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც HaHa რეაქციას ყველაზე ხშირად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა და ის 44-ე ადგილს იკავებს. სულ სიაში 50 ქვეყანაა შეყვანილი. 

სიის მიხედვით, პირველ ადგილზე პერუა, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე მექსიკა. ათეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: გერმანია, ჩილე, ავსტრალია, ბოლივია, კოლუმბია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი. უნდა ითქვას, რომ სიაში საქართველოს არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ მოხვდა. 

რას HaHa-ვენ სოცქსელების მომხმარებლები ყველაზე ხშირად უცნობია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ სოციალური აქტივიზმი, როდესაც მოქალაქეებმა სხვადასხვა საკითხი სწორედ Facebook-ის ამ ფუნქციით გააპროტესტეს. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics