08:55 - 22 Aug, 2019
2019-05-07 12:02:07, 885 ნახვა
ევროკავშირი თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს

ევროკავშირი თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში და ამ გადაწყვეტილების შორსმიმავალი მიზნების შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს. თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არამედ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვისაც.მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სტამბოლში სამართლიან და დამოუკიდებელ გარემოში წარიმართოს, ასევე ექვემდებარებოს საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი მიიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს და ევვროკავშირის წარმომადგენლობას, რათა ისინი დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისითვის, თურქეთის ცესკომ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics