08:57 - 22 Aug, 2019
2019-05-06 18:50:39, 795 ნახვა
ბრუნეის სულთანმა კანონი ჰომოსექსუალური კავშირისა და ღალატის გამო ჩაქოლვის შესახებ შეაჩერა

ბრუნეის სულთანმა დიდი საერთაშორისო პროტესტის ფონზე გეი სექსისა და ცოლ-ქმრული ღალატისთვის ქვით ჩაქოლვის კანონზე  მორატორიუმი გაახანგძლივა.

კანონი ჰომოსექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს. ჩაქოლვით სიკვდილით დაისჯება, ასევე, მეუღლის ღალატში ბრალდებული ადამიანი. ამავე კანონით,  ქურდობისთვის ხელების ამპუტაციაა გათვალისწინებული.

კანონი ძალაში 3 აპრილიდან შევიდა და ცნობილი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია: ელენ დე ჯენერისმა, ელტონ ჯონმა და ჯორჯ კლუნმა ყველას მოუწოდეს ბრუნეის მფლობელობაში არსებული ყველა სასტუმროსთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

კანონი დაგმო ევროპარლამენტმა. ეს კანონი ბრუნეიში ორი წლის წინ შეიმუშავეს, თუმცა მისი ძალაში შესვლა მაშინაც საერთაშორისო ზეწოლის გამო გადაიდო.  ბრუნეის სულთანი მსოფლიო მასშტაბით ფეშენებელური სასტუმროების ქსელს ფლობს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics