22:01 - 24 Aug, 2019
2019-05-06 16:02:21, 525 ნახვა
Babillon Tower-ი ახალი ინვესტორის მოლოდინშია

აღსრულების ეროვნული ბიურო Babillon Tower-ს ელექტრონულ აუქციონზე  36 750 000 მლნ ლარად ყიდის. მიზეზი კომპანია Tam Geo-ს პარტნიორებს შორის დავა და კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

ბათუმში 47-სართულიანი „ბაბილონ თაუერის" მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია „TAM GEO LLC"-ი აშენებდა , 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობამ  პირდაპირი მიყიდვის წესით, 2012 წელს გადასცა.

წლების განმავლობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გაჩერებული იყო და ინვესტორი 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი ვალდებულებების შესრულება შეძლო. კომპანიას  2019 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობას ვალდებულებების შესრულების გადავადების თხოვნით მიმართა.  კომპანიას საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში მიეცა დამატებითი ვადები და წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე პირობით ვადამდე გათავისუფლდა დარიცხული პირგასამტეხლოსგან. აღსანიშნავია, რომ ქონება აუქციონზე სამინისტროს მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ გასულა.

პროექტი რუსთაველის ქუჩა 30-ში 168 ნომრიანი სასტუმროს და არანაკლებ 33 სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რომელიც ათვისებულია, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი და ისტორიული სტატუსის მქონე შენობებით. მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს, კაზინოს, სავაჭრო, რესტორანი-ბარი-კაფე, საოფისე და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართებს. შენობა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის მშენებლობა (შავი კარკასი) დასრულებულია თოთხმეტი სართულის ჩათვლით, მე-15 სართული დასხმულია. პირველი ნაწილი შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება ორსართულიანი, სტანდარტული სართულის სიმაღლის ნაგებობით. მეორე ნაწილი დაუსრულებელია, აშენებულია მხოლოდ ცხრა სართული. შენობის პირველი სართული მაღალჭერიანია, ნაწილზე განთავსებულია ანტრესოლი. ობიექტს ასევე გააჩნია მიწისქვეშა (სარდაფის სართული) ავტოსადგომი. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31323,51 კვ.მ. ფართის შენობა (სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით).

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics