08:59 - 22 Aug, 2019
2019-05-06 12:19:00, 762 ნახვა
სააკაშვილი - ზელენსკის დავეხმარები, შემიძლია რჩევები მივცე, უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. 

როგორც სააკაშვილმა Белсат ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დაპირებების შესრულებაში დაეხმარება. ამასთან. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა დასძინა, რომ ის პოლიტიკურ თანამდებობას არ ითხოვს. 

„უკრაინულ პოლიტიკაში ვიქნები თუ არა, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ უკრაინაში აუცილებლად დავბრუნდები. უკანონოდ წამართვეს უკრაინის მოქალაქეობა, ქვეყნიდან ბანდიტური მეთოდით გამაძევეს. იგივე ხდება საქართველოში, არც საქართველოში არ მიშვებენ. პუტინი ჩემით ისევ დაინტერესებულია, სულ ახლახანს მახსენა პრესკონფერეციაზე. ის ჩემს საკითხს არა მარტო თავის კაცთან იხილავს საქართველოში, არა მარტო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებდა უკრაინიდან ჩემს გაძევებას, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსაც კი ეუბნებოდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებსაც, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა ამიკრძალონ. ეს უსამართლო სიტუაციაა. მთელ მსოფლიოში დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია ჩემს სახლში - თბილისსა და კიევში ჩასვლა. მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. პუტინი მიჩვეულია საკუთარი მტრები გაანადგუროს. პოროშენკოს ვაღიზიანებდი, რომ მათ სისტემაში არ ჩავერთე. თავიდანვე ვთქვი, რომ ზელენსკის არჩევა პუტინისთვის ცუდი ამბავია. პუტინს ესმის კორუმპირებულების, ოლიგარქების, მაგრამ არ ესმის ზელენსკის. სანამ პოროშენკო არის პრეზიდენტი მე ვერ დავბრუნდები უკრაინაში. როცა ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალურად დაიწყებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მას დახმარება სჭირდება და დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა. შემიძლია რჩევები მისცა. უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ. მინდა კიევში ჩემს მეგობრებს შორის ვიყო. გარდა ამისა, ვატყობ, რომ ახლა პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება. საჭიროა მათი მომზადება, ლექციების ჩატარება, კონსულტირება. მე ამ საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ. დროა ახლები გავუშვათ სცენაზე. ასეთი ხალხი უნდა ვიპოვოთ და მოვამზადოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics