13:58 - 20 Aug, 2019
2019-05-06 11:30:41, 639 ნახვა
ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება

პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედი live" ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის პროცესი  კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში მთავრობას წარედგინება.

 „თითოეულ მოქალაქეს, ვინც შემოიტანს განაცხადს, ჩვენთან მოსვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლება ამოწმოს, თუ რა მსვლელობა მიეცემა მას. მთელი პროცესი - განაცხადის შეტანიდან, ვიდრე პრივატიზაცია არ დასრულდება, იქნება გამჭვირვალე. მსურველს ზუსტად ეცოდინება, რომ მაგალითად, სამ დღეში მას მიეცემა პასუხი - ექვემდებარება თუ არა ეს ქონება პრივატიზაციას და ა.შ.", - განმარტა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics