09:32 - 22 Aug, 2019
2019-05-06 10:23:01, 748 ნახვა
რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებული 37 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 6 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, სამგზავრო ლაინერი რეისს მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, აფრენის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა. პილოტმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თვითმფრინავის დასმა მხოლოდ მეორე ცხადე შეძლო. ავარიული დაშვების დროს ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics