19:24 - 08 Dec, 2019
2019-05-03 14:57:29, 1084 ნახვა

კომენტარი/
სერგო რატიანი: შეგიძლიათ ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმის გარეშე მოიხსენიოთ?!

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ის არ ენდობა უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სიტყვა"ლიბერალური" "ლიბერალურ დემოკრატიულით" ჩანაცვლდებოდა.

"შეგიძლიათ ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმის გარეშე მოიხსენიოთ, შეგიძლიათ ეს ისტორიიდან ამოიღოთ?! ამიტომ სხვანაირად გავაკეთოთ. ჩემი მოწოდება იყო, რომ კანონი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილიყო, რადგან აქ "ლიბერალური ღირებულებები" ამოღებულია. თავიდან უმრავლესობა არ დაგვთანხმდა, რომ მოხსნილიყო  დღის წესრიგიდან და ისინი  ამბობდნენ, რომ ეს მეორე მოსმენის საკითხია, მაგრამ მე ვამბობდი, რომ არა , ეს პრინციპული და არსებითი საკითხია და შესაბამისად, იყო კენჭისყრა და პირველი მოსმენით ჩავარდა ეს კანონი. შესაბამისად, ლიბერალური ღირებულებები, როგორც სწავლების მიზნები დარჩება მიზნებში. ის, რომ ჩანაწერი "ლიბერალურ დემოკრატიულით" შეიცვლებოდა, ჩვენ არ ვენდობით მათ, იმიტომ, რომ მათ არაერთხელ მოიტყუეს და, გარდა ამისა, ეს არსებითი საკითხი იყო. ამასთან, პირველი მოსმენისას ქანთარია ამტკიცებდა, რომ სიტყვა  ლიბერალურმა რაღაც სხვა მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა, სამყაროში ისეთი ლექსიკონი, რომელიც ამას ამტკიცებს,  არ არსებობს. მათთვის ეს იყო პრინციპული და ჩვენთვისაც არის ეს პრინციპული",-  განაცხადა სერგო რატიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics