21:56 - 24 Aug, 2019
2019-05-03 13:55:17, 792 ნახვა
ვახტანგ გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

„2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა გომელაურმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით.

უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა IPRM-ის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics