14:12 - 20 Aug, 2019
2019-05-02 20:29:44, 847 ნახვა
გახარია - საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი და ცალკეული ადამიანების ტრაგედია

"საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული ადამიანების ტრაგედია და ამით ეცადოს, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაკსვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა პოლიციელებს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უდიდესი ღირსებაა.

 „აშკარად დავინახე თვალნათლივ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია მარტივად, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს ძალიან მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს, მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი. ყველაფერ ამისთვის, თითოეულ პოლიციელს მინდა მოვუხადო ბოდიში, რაც აქ მოხდა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა, ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს, ეს არის უდიდესი ღირსები მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მივცეთ საშუალება, მათი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს უზრუნოს თავის ოჯახზე, შვილზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics