14:29 - 20 Aug, 2019
2019-05-02 16:55:33, 783 ნახვა
ბოკერია: პრეზიდენტისგან ვეტოს მოლოდინი არ გვქონდა - ვეტო ამ პრეზიდენტს და ივანიშვილს არჩევნებზე უნდა გამოვუცხადოთ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების არ გამოყენება მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, ამ სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა. 

"ჩვენ ვეტო ამ პრეზიდენტს, იმ გუნდს და იმ ადამიანს, ივანიშვილს, ვინც ეს სიტუაცია შექმნა, არჩევნებზე უნდა გამოვუცხადოთ და ეს ხალხი მშვიდობიანი არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ, ეს არის ერთადერთი გზა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები სულ რამდენიმე კვირაში მოდის - მთაწმინდაზე და პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისკენ, რომ არ ვიყოთ ზურაბიშვილის ვეტოს იმედზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics