10:01 - 27 Jun, 2019
2019-05-02 09:48:38, 731 ნახვა
პომპეო: თუ საჭირო გახდება, აშშ ვენესუელაში სამხედრო ძალას გამოიყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფი მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი ვენესუელაში ვითარების დასარეგულირებლად სამხედრო ჩარევისთვის მზად არის.

ინფორმაციას Fox Bussines ავრცელებს. 

„თუ ეს საჭიროა, ამერიკის შეერთებული შტატები ამას გააკეთებს, სამხედრო ჩარევა შესაძლებელია“, - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ვითარება იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო ლეგიტიმურ ლიდერად მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის ბიუროს სხდომა






ნიკა მელიას იმუნიტეტი აღარ იცავს - გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასებები
ყველა ჩხუბი, რომლის ნახვაც დღეს პარლამენტში შეგეძლოთ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics