09:13 - 22 Aug, 2019
2019-05-01 13:40:59, 953 ნახვა
ბესელია კობახიძეს - თუ მაგ ტრიბუნიდან აირჩიეთ მოსამართლების დაცვა, ეს თქვენი არჩევანია, გაეფინეთ ფიანდაზად

"ყველა სხდომაზე მიწევს რეგლამენტის შეხსენება. ახლაც იგივეს ვაპირებ. რეგლამენტის შესაბამისად დავაყენე საკითხი, როდესაც ვთქვი, რომ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დააბრუნეთ ეს კანონპროექტი, ეს ეხება მათ შორის რეგლამენტის კანონპროექტს. ის რაც ამ დარბაზში ხდება ეს არც რეგლამენტში წერია და არც პარლამენტარიზმის სტანდარტს შეესაბამება. ცენზურას აყალიბებთ და ადგენთ პარლამენტში, რა მოგეწონებათ და რა არ მოგეწონებათ იმის მიხედვით უნდა გათიშოთ მიკროფონები?! ხომ არ ჩამოგვიწერთ იმ სიტყვათა ჩამონათვალს ლექსიკონიდან? ნუ მაწყვეტინებთ საუბარს, არ გაქვთ უფლება. დაიცავით რეგლამენტი. იქ ჯდომა არის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, და არა თვითნებობა. დამასრულებინეთ საუბარი ან ჩამომიწერეთ სიტყვათა ის მარაგი ლექსიკონიდან, რომელიც გესიამოვნებათ და გამოვაგზავნი. კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს - რა არის მიზეზი იმისა, რომ რეგლამენტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ თქვენ თვითნებურად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა როგორ უნდა განვითარდეს. თუ თქვენ აირჩიეთ ეს გზა, რომ ახლა მაგ ტრიბუნიდან დაცვა უნდა დაიწყოთ იმ მოსამართლეების, რომლებმაც პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დააყენეს და საერთოდ ყველაფერი დარტყმის ქვეშ დააყენეს, რაც აქამდე მოვიტანეთ, ეს თქვენი არჩევანია, გაეფინეთ ფიანდაზად და გაუღეთ ყველა სივრცე რაც იყო მათთვის აკრძალული, ეს თქვენი არჩევანია და მშვიდობაში მოიხმარეთ. შედეგს მალე ნახავთ".

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია/ პლენარული სხდომა/ მიმართვა ირაკლი კობახიძეს. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics