11:10 - 24 Aug, 2019
2019-04-30 23:25:39, 1052 ნახვა
ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგზე მძიმე ტექნიკა შეიჭრა თავად გუაიდომ კარაკასი დატოვა

ვენესუელაში ხუან გუაიდოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიჭრა. დასავლურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის ტერიტორიაზე შესულ მძიმე სამხედრო ტექნიკას დემონსტრანტები სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.

ამასთან  „სიენენი“-ს ცნობით, ხუან გუაიდომ ვენესუელას დედაქალაქი დატოვა. ვენესეულაში მრავალათასიანი დემონსტრაცია გრძელდება. დედაქალაქ კარაკასში ცალკეულ ადგილებში მხარეებს შორის დაპირისპირებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ვენესუელაში მიმდინარე ამბებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 „ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელელი ხალხის და მათი თავისუფლების გვერდით დგას”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics