13:53 - 20 Aug, 2019
2019-04-30 19:01:53, 1110 ნახვა
ლევან იზორია: სამშობლოს დაცვის ვალდებულებამ წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

 „ამ დღეს სიმბოლურად შეიძლება ვუწოდოთ სამშობლოს დაცვის ვალდებულების დღე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სწორედ ამ ვალდებულებით შეიქმნა ქართული ჯარი. ეს ვალდებულება აიღო 28 წლის წინ უკვე აღდგენილი დამოუკიდებლობის პირობებში ქართველმა ვაჟკაცმა და გადადგა ნაბიჯი იმ ტრადიციების გაგრძელებისკენ, რითიც ჩვენ, ქართველები ოდითგანვე ვამაყობდით და დღესაც ვამაყობთ. 28 წელი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი და სწორედ ჩვენ ამ ვალდებულებამ, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“, - მიმართა იზორიამ სამხედროებს.

მინისტრის თქმით, ჯარისკაცის ცნობიერება და ვალდებულება აყალიბებს სახელმწიფოებრიობას. ვალდებულების აღება მით უფრო, ისეთი მძიმე ტვირთის აღება რასაც სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა ჰქვია, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. 

ლევან იზორიამ გამოსვლისას საკუთარ სიტყვაში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების გმირობასა და დამსახურებას გაუსვა ხაზი: „მინდა, პირველ რიგში თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ბიჭების სახელების წინაშე, რომლებმაც როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისე საერთაშორისო მისიებში სამშობლოს დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთარი სიცოცხლე გაწირეს“.

თავდაცვის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოებრიობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გარდაცვლილი სამხედრო მომსასახურეების ოჯახებსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა. მისი განცხადებით, სწორედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები გვიჩვენებენ სამშობლოს დაცვის ვალდებულების მაგალითს.

ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების დღე ვეტერან სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ვეტერანებთან განსაკუთრებული ურთიერთობით თავდაცვის ძალებში სამშობლოს დაცვის ვალდებულების უწყვეტობა და თაობებს შორის გადაცემის კულტურა ძლიერდება: „მინდა, განსაკუთრებით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, ცოცხალ გმირებს - ასე გიწოდებთ ხშირად, თავდაცვის ძალების მეთაურს, თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც, მთელი ამ წლების განმავლობაში გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა აღასრულო ვალდებულება, რომელსაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია“, - განცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics