13:54 - 20 Aug, 2019
2019-04-30 16:52:20, 794 ნახვა
ავღანეთში თავდაცვის ძალების დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზა HKIA-ზე მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე ბაზა HKIA-ზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.

ბაზა HKIA-ს მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატოს მისიის მედლები გადასცა. ღონისძიების დასასრულს კი, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics