13:54 - 20 Aug, 2019
2019-04-30 15:42:11, 833 ნახვა
თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე ტელეხიდით მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან მიულოცა.

„ჩემო ძმებო, მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე! ბევრჯერ მსმენია, თუ რა დიდი შეფასება აქვს ქართულ ჯარს „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ევროკავშირის ეგიდით აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სხვა მისიების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ როგორც პარტნიორები ვართ სამაგალითონი - ეს აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კრიტიკული ოპერაციების შესრულების დროს. მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მაქვს პატივი, გამოვხატო თითოეული ქართველის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თქვენ აიღეთ თქვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ვალდებულების აღება კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ“, - მიმართა იზორიამ სამხედროებს.

ტელეხიდით ჩართვისას ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სამაგალითო რეფორმებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი სოციალური მიმართულებების - საბინაო პოლიტიკისა და განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, III ქვეითი ნაკრები ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics