11:04 - 24 Aug, 2019
2019-04-27 13:47:32, 1212 ნახვა
პორტუგალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

პორტუგალიის პარლამენტმა 1915-1926 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ News.am იუწყება. 

გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციაც დაამტკიცა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 აპრილს სმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი იტალიის პარლამენტმაც დაუჭირა

შეგახსენებთ, საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობაზე, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს 29 ქვეყანაში "სომხების გენოციდის" სახელით გახდა ცნობილი. მასობრივი დეპორტაციისა და შემდგომი მკვლელობის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს.

ოფიციალური ანკარა თავის მხრივ "გენოციდის" ფაქტს უარჰყოფს და აცხადებს, რომ  სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო. თურქეთის მტკიცებით მსხვერპლი სამოქალაქო არეულობას მოჰყვა.  "სომეხთა გენოციდი" ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "სომხების გენოციდის" ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 49 შტატმა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა "სომხების გენოციდი". ასევე, 24 აპრილი სომეხი ხალხის "გენოციდის" მსხვერპლთა ხსენების დღედ დააწესეს.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics