09:29 - 22 Aug, 2019
2019-04-26 14:13:02, 1083 ნახვა
ნიუ-იორკის პროკურატურამ Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მიზეზი სოციალური ქსელის 1.5 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების "უნებლიეთ" მიღება გახდა. 

როგორც პროკურორმა განმარტა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-ი მომხმარებლების უფლებებს ვერ იცავს და პირადი ინფორმაციის "გაჟონვა" ხდება. ამასთან, ჯეიმსი ვარაუდობს, რომ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ინფორმაცია კომპანიამ არასათანადოდ მიიღო, შესაძლოა 100 მილიონ მომხმარებელზე მეტი იყოს. პროკურორი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტებით კომპანია ამტკიცებს, რომ Facebook-ი ადამიანების ინფორმაციის დაცვის მხრივ თავის როლს სერიოზულად  ვერ აღიქვამს. 

მომხდარს კომპანია უკვე გამოეხმაურა. როგორც Facebook-ის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ნიუ-იორკის გენერალურ პროკურატურასთან მუდმივ კონტაქტშია და მზად არიან ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცენ. 

გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით, Facebook-ს, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვისთვის, 3-5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. 

 

ცნობისთვის, გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Facebook-ის უსაფრთხოების სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო, სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6 აპრილს Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics