11:17 - 24 Aug, 2019
2019-04-26 13:12:10, 1083 ნახვა
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ახალმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამგზავრებამდე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. 

„თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. 2 დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, - წერს ვლადიმერ ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც 21 აპრილს გაიმართა. მეორე ტურში ერთმანეთს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპიდნენ. უკრაინული ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში ზელენსკიმ ხმების 73% მოიპოვა, ხოლო პოროშენკომ 24%. 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics