11:07 - 24 Aug, 2019
2019-04-25 12:31:02, 1145 ნახვა
ვლადიმერ პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა დასრულდა - რა კომენტარები გააკეთეს ლიდერებმა

ვლადივასტოკში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირველი სამიტი დასრულდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორ ლიდერს შორის თითქმის 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. 

"ჩვენ საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიაზე და ორმხრივი კავშირის განვითარებაზე", - აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც კარგად წარიმართება.

"პირისპირ შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის დეტალები. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩვენი შეხვედრები ასეთივე კონსტრუქტიული იქნება", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics