13:57 - 20 Aug, 2019
2019-04-22 12:20:53, 1241 ნახვა
დიმიტრი მედვედევი ფიქრობს, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიევთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

როგორც მედვედევმა განმარტა, არჩევნების შედეგები მოწმობს იმას, რომ პრობლემების გადაწყვეტის განსხვავებული მეთოდის მოთხოვნა არსებობს.

რუსეთის პრემიერი ფიქრობს, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს.

„ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს. მთავარია უკრაინის ახალ ხელისუფლებას ვუსურვოთ საღი აზრის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ურთიერთობის სიღრმის კარგი აღქმა, რომელიც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური კონიუნქტურა. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, რომელიც მილიონობით უკრაინელის ცხოვრება არსებობს“, - წერს დიმიტრი მედვედევი. 

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics