02:57 - 25 Aug, 2019
2019-04-22 11:37:15, 1225 ნახვა
პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

როგორც პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, ის მზად არის უკრაინისთვის ბრძოლა გააგრძელოს. 

"ძვირფასო უკრაინელებო, ერთ თვეში დავტოვებ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას, ასე გადაწყვიტა უკრაინელი ხალხის უმრავლესობამ და ამ არჩევანს პატივს ვცემ. ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან. გავაგრძელებ უკრაინისთვის ბრძოლას. ჩემი გუნდი დაიცავს ყველა იმ წარმატებას, რომლის მიღწევაც წლების განმავლობაში, უკრაინელ ხალხთან ერთად შევძელით. ეს იყო ძალიან რთული 5 წელიწადი. ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს, მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ ვიმუშაო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს“, - განაცხადა პოროშენკომ.

ცნობისთვის, 21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ხმათა უმრავლესობით (73%-ით) შოუმენი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაიკავებს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics