09:22 - 22 Aug, 2019
2019-04-19 18:00:49, 1315 ნახვა
რუსეთში მოქალაქეები ინტერნეტით პუტინის ლანძღვის გამო, შესაძლოა, დაისაჯონ

რუსეთში უკვე ერთი თვეა მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ინტერნეტით ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა ისჯება.

მასობრივი კომუნიკაციების ფედერალური ბიუროს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდნენ.

რუსულენოვანი BBC ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დახურულ შეხვედრაზე „როსკომანდზორის“ ხელმძღვანელებმა სცადეს მასმედიის ხელმძღვანელები ამ  კანონის „გონივრულობაში“დაერწმუნებინათ . "როგორც დაგვპირდნენ, როსკომანდზორი დაუყოვნებლივ  არ დაბლოკავს მედიასაშუალებას, თავდაპირველად გააფრთხილებს მას", - განუცხადა BBC-ს  ერთერთმა წყარომ.

შეხვედრაზე მასმედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა პრესაში გამოიყენონ  ფრაზები  "თაღლითები და ქურდები" , თუ მას  პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ედინაია რასიას“  მისამართით იყენებს. ეს კითხვა შეხვედრაზე რამდენჯერმეც კი დაისვა, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა „როსკომანდზორის“  წარმომადგენლებისგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღეს. „როსკომანდზორის“- ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ყოველ ჯერზე აუცილებელია კონტექსტის და გამოყენების ფორმის შემოწმება.

კიდევ ერთმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ „როსკომანდზორის“ წარმომადგენელმა ამის შესახებ პირადი აზრი გამოხატა და თქვა, რომ ეს ხელისუფლების შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ პუბლიკაციაში მითითებული იქნება, რომ ეს ნავალინის მოსაზრებაა.

გარდა ამისა, მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები, რომ პუტინი ქურდია. სხდომაზე „როსკომანდზორის“ უფროსის მოადგილე ვადიმ სუბბოტიმ კვლავ გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე: „დიახ, ეს ხელისუფლების შეურაცხყოფაა“. სუბბოტინმა, ამავე დროს აღნიშნა,  რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტებს ასეთ შეფასებას მხოლოდ პროკურატურა აძლევს.

„კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება ცალკეული დეპუტატების, ხოლო რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ის ერთდროულად ადამიანიცაა და ხელისუფლების ორგანოც  და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია", -  აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო.

ახალი კანონის ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ. მსგავსი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში,  ზედამხედველობის ორგანოს „როსკომანდზორს“ (კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური)  ინფორმაციის წაშლის მოთხოვნით გენპროკურორი ან მისი მოადგილეები მიმართავენ. „როსკომანდზორი“ პროვაიდერს ერთ დღეს აძლევს მასალის წასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკავს მას.

ამ კანონის დარღვევა მოქალაქეებისთვის ჯარიმებსა და ადმინისტრაციულ დაკავებას ითვალისწინებს. პირველი დარღვევისთვის მოქალაქეებს 30 ათასიდან 100 ათას რუბლის გადახდა მოუწევთ, მეორე დარღვევისთვის  - 100 ათასიდან 200 ათას რუბლამდე, ხოლო მესამე და შემდეგ დარღვევებისთვის ისინი  - 200 ათას 300 ათას რუბლს გადაიხდიან. ამასთან, შესაძლოა გამოყენებულ იქნას 15 დღიანი პატიმრობაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics