22:06 - 24 Aug, 2019
2019-04-17 14:29:14, 1488 ნახვა
გორში მშენებარე კორპუსები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა

თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმება.

დღეს ბინების მშენებლობის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო, ტერიტორიადაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო.

ქალაქ გორში 5 ერთეული 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საცხოვრებელი ბინების ჩაბარებამდე გალამაზდება გარე პერიმეტრი, მოეწყობა პარკირება, ყველა კორპუსთან იქნება პანდუსები, დაიგება და მოპირკეთდება კორპუსებამდე მისასვლელი გზაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. დღემდე ბინით დაკმაყოფილდა 1724 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც 2007 წელს წარმოეშვა კიდევ 672 პირთან აქვს.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2020 წელს სრულად დასრულდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics