08:57 - 22 Aug, 2019
2019-04-16 14:44:07, 1712 ნახვა
საფრანგეთის მთავარი პროკურორი: არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნოტერ-დამში ხანძარი განზრახ გააჩინეს

საფრანგეთის მთავარი პროკურორის რემი ეიტსის განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ გააჩინეს, - ამის შესახებ bfmtv იუწყება. 

მისივე განმარტებით, გამოძიება გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების მუხლით მიმდინარეობს. პროკურატუაში ამბობებ, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა და ის სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. 

ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics