22:33 - 20 Jul, 2019
2019-04-16 10:12:01, 665 ნახვა
მშვენიერაძე - უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნიდან ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებს

ისინი ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებენ, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნიდან, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტში ბევრი საკითხია, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ჩვენ ვფიქრობ, რომ არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელზეც უბრალოდ ვერც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ დაწერს სხვანაირ რამეს - ეს არის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, ე.წ. გამოცდის იმ სახით არსებობა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა. ისინი ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებენ, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნიდან, რომელიც დიდი ალბათობით არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics