22:39 - 25 Jun, 2019
2019-04-15 23:42:31, 1453 ნახვა
საჰაერო გზით ხანძრის ჩაქრობამ შესაძლოა ტაძრის ნგრევა გამოიწვიოს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჰაერიდან ვერტფრენის დახმარებით ჩაქრობა, მთლიანად ტაძრის ნგრევას გამოიწვევს - ამის შესახებ პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ფრანცპრესი" აქვეყნებს. 

მათივე ინფორმაციით, ტაძრის ნგრევის დიდი რისკის გამო, მეხანძრე-მაშველები, ალის ჩაქრობას, "ნოტერდამის" მოედნიდან და მიმდებარე ქუჩებიდან ეცდებიან.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ტვიტერზე" დაწერა, რომ საჭიროა დროული მოქმედება და ხანძრის საჰაერო გზით ჩაქრობა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics